გაკვეთილის სცენარი


გაკვეთილის სცენარი
საკლასო ოთახი წინასწარ არის ორგანიზებული, თემები განაწილებულია 8 ჯგუფზე  (ჯგუფში 3-4 მოსწავლე).
I.                   კლასის ორგანიზება, გამოწვევა (7-10წთ.)
სიის ამოკითხვის და კლასის მოწყობის შემდეგ ვსვამ შეკითხვებს:
1.      სად მდებარეობს საქართველო?
2.      რომელი ქვეყნები ესაზღვრება ჩვენს სამშობლის?
3.      რამდენი ბუნებრივ-გეოგრაფიული კუთხეა საქართველოში?  ჩამოთვალეთ.
4.      რამდენი ადმინისტრაციული რეგიონია საქართველოში?  ჩამოთვალეთ.
5.      რომელია მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკა?
6.      რა და რა ნაწილებად იყოფა ჩვენი ქვეყანა?
7.      სად მდებარეობს საქართველოს დედაქალაქი?

II.                ძირითადი ნაწილი (30  წთ)
ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ სტუმრებს მოუთხროს  ჩვენი პროექტის  შესახებ: როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა, როგორ დავგეგმეთ,  როგორ იცვლებოდა და იხვეწებოდა იგი მუშაობის პროცესში;
წინასწარ გამზადებულ სტენდთან რიგის მიხედვით ვიძახებ ჯგუფებს:
1.      რუკის ლეგენდა;
2.      აღმოსავლეთ საქართველოს  ბარი;
3.      აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი;
4.      დასავლეთ საქართველოს ბარი;
5.      დასავლეთ საქართველოს მთიანეთი;
6.      სამხრეთ საქართველო;
7.      საქართველოს ისტორიული კუთხეები;
8.      საქართველოს შიდა წყლები.
პრეზენტაციისთვის თითოეულ ჯგუფს ეთმობა 3-5 წთ. ამ დროში ისინი მოგვითხრობენ როგორ გაინაწილეს სამუშაო, ვინ რა დავალება შეასრულა, გაგვაცნობენ მიცემული დავალებას და კითხულობენ ამ კუთხის ან ძეგლისადმი მიძღვნილ ლექსს.
III.             შეფასება(5  წთ)
დავალებების წარმოდგენის შემდეგ ვაფასებ თითოეული ჯგუფის ნამუშევარს წინასწარ ცნობილი სქემით. სქემა თვალსაჩინო ადგილზე წინსწარ არის გამოკრული და ფასდება:
•         მოსწავლის მონაწილეობის ხარისხი;
•         მიღებული პროდუქტი და წერილობითი ანგარიში;
•         ზეპირი გამოსვლა.

No comments:

Post a Comment