Sunday, April 8, 2012

აღმოსავლეთ საქართველოს ბარი



აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი


მთიულეთი
მთიულეთი გუდამაყრისა და ლომისის ქედებს შორის მდებარეობს. მთიულეთში განვითარებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა, მატყლისაგან ტანისამოსის კერვა და ა.შ.  მთიულეთში, კერძოდ ზემო მლეთაში აგებულია წმ. გიორგის ეკლესია. ადმინისტრაციული ცენტრია- ქვეშეთი. მთავარი მდინარეა არაგვი.
 ხევი
ხევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეა. ხევში მოჰყავთ კარტოფილი, რომელიც ძალიან გემრიელია. აქ მდებარეობს გერგეტის სამება, რომელიც ბუნებასთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული. ადმინისტრაციული ცენტრია-სტეფანწმინდა.


თუშეთი
თუშეთი საქართველოს მთიანი კუთხეა. აქ გავრცელებული მეურნეობის დარგია მესაქონლეობა. თუშეთის ერთ-ერთ სოფელში, შენაქოში აგებულია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. ადმინისტრაციული ცენტრია-ომალო.
აქ არის მდინარეები ანდის ყოისუ, პირიქითა ალაზანი. აქ არის აწუთის უღელტეხილი.
ფშავი
ფშავი გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის არის მოქცეული და ფშავის არაგვის ხეობაშია  გაშენებული.ფშაველები მეცხოველეობას მისდევენ.სწორედ აქედანაა ქართველი მგოსანი ლუკა რაზიკაშვილი,რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ.ადმინისტრაციული ცენტრია-შუაფხო.
 ხევსურეთი
ხევსურეთი  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეა.კავკასიონის მთავარი ქედი მას ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.მეურნეობის წამყვანი დარგია მესაქონლეობა.ხევსურეთი გამოირჩევა ტბების სიმრავლით,ერთ-ერთი  ცნობილია ტბების „ჯგუფი ‘ ‘ აბედელაურის ტბები.ადმინისტრაციული ცენტრია-შატილი.

დასავლეთ საქართველოს მთიანეთი



სვანეთი
სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია მესტია.აქ განვითარებულია მესაქონლეობამთავარი მდინარეებია ენგური და ცხენისწყალი ჩვენ გადავწყვიტეთ, სვანეთიდან წარმოგიდგინოთ მწვერვალი შხარა. რადგან იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.
ლეჩხუმი
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ყველაზე პატარა კუთხეა.მისი ადმინისტრაციული ცენტრია ცაგერი.მთავარი მდინარეებია:რიონი და ცხენისწყალი.წამყვანი დარგია მებაღეობა და მეხილეობა.
ლეჩხუმში წქარმოგიდგენთ ცაგერის ღვთისმშობლის ეკლესიას.იგი გამოირჩევა იმით,რომ მისი კარი დამზადებულია ვაზისგან,მაგრამ ვაზს ძალიან წვრილი ღერო აქვს.ეს კი იმას მოწმობს რომ ლეჩხუმში საკმაოდ მსხვილტოტიანი ვაზი მოდის.
რაჭა
რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია ზემოსი-ონი,ხოლო ქვემოსი ამბროლაური.რაჭის მთავარი მდინარეა რიონი.რაჭიდან დასავლეთ საქართველოს ბარში გადავდივართ ნაქერალას უღელტეხილით.რაჭაში,როგორც საქართველოს სხვა მაღალმთიან კუთხეებში გავრცელებულია კოშკები,ოღონდ რაჭის კოშკი ცოტა განსხვავებულია.
რაჭის დუროიანი კოშკი ოთხსართულიანია და მის ბოლო სართულზე სათოფურები,ანუ დუროებია განლაგებული.

აფხაზეთი
აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო დასავლეთით.მისი ადმინისტრაციული  ცენტრია სოხუმი.ამ კუთხის მთავარი მდინარეებია ბზიფი და ფსოუ.აქ განვითარებულია მესაქონლეობა.აფხაზეთი ამჟამად ოკუპირებულია.ჩვენ აფხაზეთში წარმოვადგინეთ ბედიის ტაძარი,სადაც დაკრძალულია ერთიანი საქართველოს პირველი მეფე  ბაგრატ III .აფხაზეთიდან იწყება საქართველო,მისი სასაზღვრო მდინარეა ფსოუ.რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია,ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გ,ტაბიძის ამ ლექსით მოვეფეროთ მას.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
 ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
 მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
 მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
 მომაგებე შენ იგივე პალმა,
 სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
 გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
 მომაგებე მშობლიური გემი,
 მომაგებე მშობლიური მიწა,
 შენი ძველი მეგობარი მიცან.

დასავლეთ საქართველოს ბარი



სამხრეთ საქართველო



საქართველოს ისტორიული კუთხეები




საინგილო
კახეთის სამხრეთ აღმოსავლეთით, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შუა მდებარეობს საქართველოს ისტორიული კუთხე ჰერეთი.
ინგილოები მათთვის დამახასიათებელი დიალექტით ლაპარაკობენ. გთავაზობთ თანამედროვე სატრფიალო ლექსს, რომლის ავტორი, სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ:




ლამაზ ხარავ - მაქებებენ,
მე ბითიმბე უარს ვებნევ,
ისენ თავ არ მანებებენ,
მე ჩემ გული ნანდომ ვეზებ.
დამეხსენი, ზებნის ხითავ,
ზებნი ლამაზ ქალებითავ.
ამ ძებნაში დროჲ გადისავ,
დავბერდ, ნანდომ არალისავ...

ლაზეთი
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე
მესხეთი
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი

Thursday, March 22, 2012

ჩვენი საქართველო

საგაკვეთილო პროექტისა და ბლოგის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეხუთეკლასელებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეები. გაუჩნდათ სურვილი მეტი გაეგოთ სამშობლოს შესახებ