Sunday, April 8, 2012

დასავლეთ საქართველოს მთიანეთი



სვანეთი
სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია მესტია.აქ განვითარებულია მესაქონლეობამთავარი მდინარეებია ენგური და ცხენისწყალი ჩვენ გადავწყვიტეთ, სვანეთიდან წარმოგიდგინოთ მწვერვალი შხარა. რადგან იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.
ლეჩხუმი
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ყველაზე პატარა კუთხეა.მისი ადმინისტრაციული ცენტრია ცაგერი.მთავარი მდინარეებია:რიონი და ცხენისწყალი.წამყვანი დარგია მებაღეობა და მეხილეობა.
ლეჩხუმში წქარმოგიდგენთ ცაგერის ღვთისმშობლის ეკლესიას.იგი გამოირჩევა იმით,რომ მისი კარი დამზადებულია ვაზისგან,მაგრამ ვაზს ძალიან წვრილი ღერო აქვს.ეს კი იმას მოწმობს რომ ლეჩხუმში საკმაოდ მსხვილტოტიანი ვაზი მოდის.
რაჭა
რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია ზემოსი-ონი,ხოლო ქვემოსი ამბროლაური.რაჭის მთავარი მდინარეა რიონი.რაჭიდან დასავლეთ საქართველოს ბარში გადავდივართ ნაქერალას უღელტეხილით.რაჭაში,როგორც საქართველოს სხვა მაღალმთიან კუთხეებში გავრცელებულია კოშკები,ოღონდ რაჭის კოშკი ცოტა განსხვავებულია.
რაჭის დუროიანი კოშკი ოთხსართულიანია და მის ბოლო სართულზე სათოფურები,ანუ დუროებია განლაგებული.

აფხაზეთი
აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო დასავლეთით.მისი ადმინისტრაციული  ცენტრია სოხუმი.ამ კუთხის მთავარი მდინარეებია ბზიფი და ფსოუ.აქ განვითარებულია მესაქონლეობა.აფხაზეთი ამჟამად ოკუპირებულია.ჩვენ აფხაზეთში წარმოვადგინეთ ბედიის ტაძარი,სადაც დაკრძალულია ერთიანი საქართველოს პირველი მეფე  ბაგრატ III .აფხაზეთიდან იწყება საქართველო,მისი სასაზღვრო მდინარეა ფსოუ.რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია,ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გ,ტაბიძის ამ ლექსით მოვეფეროთ მას.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
 ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
 მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
 მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
 მომაგებე შენ იგივე პალმა,
 სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
 გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
 მომაგებე მშობლიური გემი,
 მომაგებე მშობლიური მიწა,
 შენი ძველი მეგობარი მიცან.

1 comment: