Sunday, April 8, 2012

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი


მთიულეთი
მთიულეთი გუდამაყრისა და ლომისის ქედებს შორის მდებარეობს. მთიულეთში განვითარებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა, მატყლისაგან ტანისამოსის კერვა და ა.შ.  მთიულეთში, კერძოდ ზემო მლეთაში აგებულია წმ. გიორგის ეკლესია. ადმინისტრაციული ცენტრია- ქვეშეთი. მთავარი მდინარეა არაგვი.
 ხევი
ხევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეა. ხევში მოჰყავთ კარტოფილი, რომელიც ძალიან გემრიელია. აქ მდებარეობს გერგეტის სამება, რომელიც ბუნებასთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული. ადმინისტრაციული ცენტრია-სტეფანწმინდა.


თუშეთი
თუშეთი საქართველოს მთიანი კუთხეა. აქ გავრცელებული მეურნეობის დარგია მესაქონლეობა. თუშეთის ერთ-ერთ სოფელში, შენაქოში აგებულია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. ადმინისტრაციული ცენტრია-ომალო.
აქ არის მდინარეები ანდის ყოისუ, პირიქითა ალაზანი. აქ არის აწუთის უღელტეხილი.
ფშავი
ფშავი გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის არის მოქცეული და ფშავის არაგვის ხეობაშია  გაშენებული.ფშაველები მეცხოველეობას მისდევენ.სწორედ აქედანაა ქართველი მგოსანი ლუკა რაზიკაშვილი,რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ.ადმინისტრაციული ცენტრია-შუაფხო.
 ხევსურეთი
ხევსურეთი  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეა.კავკასიონის მთავარი ქედი მას ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.მეურნეობის წამყვანი დარგია მესაქონლეობა.ხევსურეთი გამოირჩევა ტბების სიმრავლით,ერთ-ერთი  ცნობილია ტბების „ჯგუფი ‘ ‘ აბედელაურის ტბები.ადმინისტრაციული ცენტრია-შატილი.

No comments:

Post a Comment